Trying to get property of non-object [ On /var/www/virtual/jpop.com/public_html/generatrix/model/youtubeModel.php Line 63 ]
Limuzin - JPop.com
Artist info
Limuzin

Limuzin

Limuzin


კვება ფეხმძიმობის დროს ფეხმძიმობის დროს ბავშვის ზრდისა და განვითარების აუცილებელი პირობაა სწორი კვება. საჭმელთან ერთად მომავალი დედა იღებს ენერგიას და მასალას, რომლებიც Read more on Last.fm
კვება ფეხმძიმობის დროს ფეხმძიმობის დროს ბავშვის ზრდისა და განვითარების აუცილებელი პირობაა სწორი კვება. საჭმელთან ერთად მომავალი დედა იღებს ენერგიას და მასალას, რომლებიც აუცილებელია ახალი ორგანიზმის შექმნისათვის. პროდუქტებში შემავალი ვიტამინები და მიკროელემენტები განაპირობებენ ქიმიური პროცესების სიზუსტესა და სისწრაფეს, რომლებზეც დამოკიდებულია მომავალი ბავშვის განვითარების გენეტიკური პროგრამის შესრულების სიზუსტე. ორსულობის პერიოდში ქალის საკვებში, როგორც ცხიმები, ისე ნახშირწყლები (განსაკუთრებით ფქვლეულის სახით) ზედმეტი რაოდენობით არ უნდა შედიოდეს, ვინაიდან იგი ხელს უწყობს როგორც დედის გასუქებას, ისე ბავშის წონის მომატებას, რაც ხელს შეუშლის მშბიარობის ნორმალურად ჩატარებას.

ფეხმძიმობის დროს ქალს სჭირდება დღე-ღამეში ჩვეულებრივზე 300 კკალ-ით მეტი (თუ მომავალი დედის წონა საშუალოზე ნაკლებია ან იგი 18 წელზე ნაკლები ასაკისაა, მაშინ 500 კკალ-ით მეტი). მომავალი დედის ორგანიზმს ყოველდღიურად სჭირდება ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალები, სითხეები და სხვა. დედის ორგანიზმში ცილები იშლებიან ამინომჟავებად, რომლებიდანაც დედაც და ნაყოფიც ასინთეზებენ ახალ, მათთვის საჭირო ცილებს. ცხიმები გამოიყენება უჯრედების შენებისთვის და უზრუნველყოფენ ორგანიზმს ენერგიით.

ნახშირწყლები გამოიყენება როგორც საშენი მასალა და ენერგიის მატარებლები. ვიტამინები და მიკროელემენტები მუშაობენ როგორც რეგულატორები ნივთიერებათა ცვლის უმნიშვნელოვანეს ქიმიურ პროცესებში. ორსულობის პერიოდში ქალის სწორი კვება აძლიერებს მისი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადსსხვა დაავადებების მიმართ, რომელებიც ადვილად იკიდებენ ფეხს როგორც ორსულობის, ისე ლოგინობის დროს. ორსულობის პერიოდში ქალს უნდა ჰქონდეს ნოყიერი, ადვილად შესათვისებელი, მრავალფეროვანი, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების შემცველი და ვიტამინებით მდიდარი საკვები.

ორსულის დღის რაციონიდან გამორიცხული უნდა იყოს ყოველგვარი ალკოჰოლიანი სასმელი მარილის შესახებ: ადრე გავრცელებული იყო აზრი, რომ ფეხმძიმე ქალმა რაც შეიძლება ნაკლები მარილი უნდა მიიღოს, მაგრამ უახლესი გამოკვლევებით დადგინდა, რომ თუ გარკვეული ჩვენებები არა გაქვთ (მაგალითად, თირკმელების პრობლემები, პროეკლამპსია და სხვა), შეგიძლიათ მიიღოთ მარილის (სასურველია იოდიზირებული მარილი) ჩვეულებრივი რაოდენობა. ვეგეტარიანული კვების შესახებ: ცილების მოთხოვნილება შეგიძლიათ დაიკმაყოფილოთ ხორცისა და თევზის გარეშე. თუმცა თუ რძესაც და კვერცხსაც არ ჭამთ, ამას ალბად ვერ შეძლებთ. მთავარია კალციუმის დეფიციტი შესაძლებელია აგრეთვე B12 ვიტამინის დეფიციტიც.

ეს საკითხი გაარჩიეთ თქვენს ექიმთან. ჭამის რეჟიმის შესახებ: ფეხმძიმობის დასაწყისში ჭამეთ ცოტა და ხშირ-ხშირად (ამგვარად მიიღებთ ნივთიერებების საკმარის რაოდენობას, რადგან დაქვეითებული გექნებათ მადა-ადრეული ტოქსიკოზის გამო). შემდგომში კი-გადადით თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელ თავისუფალი ჭამის რეჟიმზე. Read more on Last.fm.

User-contributed text is available under the Creative Commons By-SA License; additional terms may apply..
Top Albums

show me more

showing 4 out of 17 albums
Shoutbox
No Comment for this Artist found
Leave a comment


Comments From Around The Web
No blog found
Flickr Images
No images
Related videos
No video found
Tweets
No blogs found